Belive

"ოთხ ჩემპიონთა ლიგას მსოფლიო თასშიც არ გავცვლიდი" - ბენზემამ გულშემატკივრებს უპასუხა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ YouTube- ის საკუთარ არხზე ვიდეო განათავსა, სადაც გამომწერების საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. გამომწერი: "გსურთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასის გაცვლა ერთ მსოფლიო თასზე?" ბენზემა: "არა!" გამომწერი: "საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც გითამაშია?" ბენზემა: "ეს რთული კითხვაა, რადგან მე ვთამაშობდი ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც კრიშტიანუ, კაკა, რაული, ახლა კი რამოსი არიან და მხოლოდ ერთს ვერ გამოვარჩევ. გამომწერი: "საუკეთესო მცველი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ?" ბენზემა: "ეს არ არის ერთი ადამიანი, არამედ ორი. რამოსი და ვარანი, რომელთანაც მე ყოველდღიურად ვარჯიშობ". 32 წლის ფრანგი ფორვარდი "სამეფო კლუბს" 2009 წელს, "ლიონიდან" შეუერთდა და მას შემდეგ "ბლანკოსებთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 3-ჯერ ლა ლიგა.

სხვა სტატიები