Belive

ოთარ კაკაბაძე: "ვეცდებით გულშემატკივრის რაოდენობა უფრო გავზარდოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მატჩის წინ, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში მდებარე "ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე", საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
"პირველ რიგში, მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ფავორიტთან არ გვითამაშია, გიბრალტართან მატჩს "დინამო არენაზე" ძალიან ბევრი ქომაგი დაესწრო და იმედია მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ გასვლით შეხვედრებში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უკვე მეორედ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მეკაპიტნა, რაც ჩემთვის განსაკუთრებული ემოციაა", - თქვა ეროვნული გუნდის მარჯვენაფლანგელმა.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების შეხვედრა 5 ივნისს, "ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები