Belive

ოთარ კაკაბაძე ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"კრაკოვიას" ფეხბურთელმა ვროცლავის "შლიონსკის" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში (1:1) საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და მთელი მატჩის განმავლობაში შეუცვლელად ითამაშა.

27 წლის ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასდა და თავისი გუნდიდან ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საუკეთესო თერთმეტეულში ადგილი მოიპოვა.

ოთარ კაკაბაძეს 2022/23 წლების სეზონში "კრაკოვიას" მაისურით ქვეყნის ჩემპიონატსა და თასზე ჯამში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, 2 გოლი გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება თავად კრაკოვულ გუნდს, ისინი ჩემპიონატში 23 მატჩის შემდეგ დაგროვებული 33 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებენ და შემდეგ ტურში, 12 მარტს პოზნანის "ვარტას" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები