ოთარ კიტეიშვილი პირველი წრის საუკეთესო გუნდში მოხვდა
გრაცის შტურმის ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა, გუნდი ავსტრიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა შეადგინა.
ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი/3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, აღსანიშნავია ისიც, რომ მან ევროპა ლიგის 5 მატჩშიც ითამაშა, სადაც ასევე 2 გოლის გატანა მოახერხა.
სულ გრაცულმა გუნდმა პირველ წრეში 17 შეხვედრა ჩაატარა და 28 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
სრულად საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: ლუკას იუნგვირთი (ლასკი)
მცველები: ანდრეს ანდრადე (ლასკი), ნენად ცვეტკოვიჩი (რაპიდი), პოლ-ფრიდრიხ კოლერი (ალტახი)
ნახევარმცველები: საშა ჰორვატი (ლასკი), ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი), დეიან ზუკიჩი (ვოლფსბერგერი), რამიზ ჰარაკატე (გრაცერი), კერიმ ალაიბეგოვიჩი (ზალცბურგი)
თავდამსხმელები: ელიას ჰაველი (ჰარტბერგი), კინგსტონ მუტანდვა (რიდი)
გრაცის შტურმი მომდევნო შეხვედრას ევროპა ლიგის ეგიდით 22 იანვარს გამართავს, მათი მეტოქე ფეინოორდი იქნება.