ოთარ კიტეიშვილი მე-2 ადგილზე გავიდა | Sky Sport Austria-მ გამარჯვებული გამოავლინა
Sky Sports Austria-მ ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა, ქართველ ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს პირველ ადგილზე გასასვლელად 6 პროცენტი დააკლდა. კიტემ გამოკითხვაში 32 პროცენტი (9973 ხმა) მიიღო, პირველადგილოსანმა დომინიკ ფიცმა 38%.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება უკვე მიიღო, ახლა კი Sky Sports Austria-ს გამოკითხვისთვის იბრძოდა, მაგრამ პირველ ადგილამდე ცოტა დააკლდა.
ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმთან ერთად ავსტრიის ბუნდესლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა, მან მიმდინარე სეზონის 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ავსტრიის ბუნდესლიგაში ქართველმა 12 გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით მან საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილი დაიკავა.
Die Userinnen und User von https://t.co/rK8jPanuq9 haben entschieden: Hier sind der Spieler, Torhüter und Trainer der Saison 2024/25 in der ADMIRAL Bundesliga! 👀 🏆
— Sky Sport Austria (@SkySportAustria) May 25, 2025
👉 https://t.co/tRSyuLlSgC#SkyBuliAT #Voting #Fitz #Polster #Helm #AustriaWien #WAC pic.twitter.com/R32MVs7LgI