ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, ლინცი გრაცის შტურმთან 3:4 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილმა მატჩში ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო შემდეგ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
Sofascore-ის ვერსიით, ქართველი ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, მან 8.3 შეფასება დაიმსახურა. სრულად საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: ტომ ჰულსმანი (ჰარტბერგი) - 8.0
მცველები: ანდრეს ანდრადე (ლასკი) - 7.8, მარტინ მოორმანი (ლინცი) - 8.0, იანიკ ობერლაიტნერი (გრაცერი) - 7.8
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 8.3, მამადუ ფოფანა (ლინცი) - 8.7, ქერიმ ალაიბეგოვიჩი (ზალცბურგი) - 7.5, ქვინსი ბატლერი (ტიროლი) - 7.5
თავდამსხმელები: კინგსტონ მუტანდვა (რიდი) - 8.4, უსმან დიავარა (ალტახი) - 8.2, მოზეს უსორი (ლასკი) - 8.4
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის საუკეთესო თერთმეტეული
შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, გრაცულ გუნდს 21 ქულა აქვს, მეორეადგილოსან ზალცბურგს 3 ქულით უსწრებს და თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.