Belive

ოთარ კაკაბაძე: "მოგებების დაწყებას ხვალ ვაპირებთ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუდაპეშტში, საქართველოს ნაკრების დელეგაციის პრესკონფერენციაზე, მთავარ მწვრთნელს, ჩვენი გუნდის მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე ახლდა. ოთარს, საქართველოს ეროვნულ გუნდში, უკვე 80 შეხვედრა დაუგროვდა და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია.

კაკაბაძის თქმით, ნაკრები კარგი სტარტის აღებას უნგრეთთან მატჩით დაიწყებს.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ მოვიგოთ. ცუდად დავიწყეთ, ყველა მეტს ელოდება და ჩვენც ეს გვინდა. მოგებების დაწყებას ხვალ ვაპირებთ. უკრაინასთან მეტს ვიმსახურებდით. რაც შეეხება დაღლას - ყველა გუნდს ეს პრობლემა აქვს. ვინ ითამაშებს და ვინ არა, არ ვიცით.

ყოველთვის მინდოდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, თუმცა 80 თამაშს თუ ჩავატარებდი არ მეგონა, ამის გამო ძალიან ამაყი ვარ.

რამდენიმე დღეა ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს და ცვლილებები არის - ვცდილობთ ეს მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად გადავიტანოთ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ

უნგრეთსა და საქართველოს შორის მატჩი 2 ოქტომბერს, "პუშკაშ არენაზე", 22:45 საათზე დაიწყება. ორივე გუნდი ჯგუფში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

სხვა სტატიები