Belive

ოსიმენი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გახდება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლისა" და ვიქტორ ოსიმენს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, რის შემდეგაც ნიგერიელი ვარსკვლავი "ნაპოლის" ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ მხარეები საბოლოო დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და უახლოეს მომავალში, ოსიმენი განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს. განახლებული კონტრაქტის მიხედვით, ოსიმენი ნეაპოლიტანური გუნდის ღირსებას 2026 წლის ივნისამდე დაიცავს.

შეგახსენებთ, ოსიმენი "ნაპოლის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში, ნიგერიელმა შემტევმა 94 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 56 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები