Belive

ოსიმენი: ,,კვარა საოცრად ნიჭიერია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მონცასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ,,ნაპოლის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ ოსიმენმა, ისაუბრა:
,,კვარა საოცრად ნიჭიერია, ჩვენი ურთიერთგაგება უფრო და უფრო იხვეწება და ვფიქრობ, მთელ გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეგვიძლია. წელს მაღალი მიზნები გვაქვს და მომდევნო მატჩები უკეთ გვაჩვენებს თუ რისი მიღწევის შანსი გვაქვს,'' - ოსიმენის სიტყვებს ,,ნაპოლის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
კვარაცხელია ნეაპოლელთა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომაც შეაქო. მისი თქმით, კვარა დიდ ნიჭს ავლენს და მისი გუნდში ყოფნით ბედნიერია. ,,მონცასთან” მოგებულ მატჩში ხვიჩამ დუბლი გაიფორმა. კვარაცხელიამ გოლის გატანა სერია ა-ს პირველ ტურშიც შეძლო. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის ანგარიშზე 2 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები