Belive

"ოსიმენი და კვარაცხელია დაფრინავენ" - ჟორჟინიო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლისა" და "ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად "არსენალის" ღირსებას იცავს, ნეაპოლიტანური კლუბის შემტევი წყვილის სიძლიერის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან.

ვრცელ ინტერვიუში ჟორჟინიომ აღიარა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ მიმდინარე სეზონში ნათამაშები ბრწყინვალე მატჩების შემდეგ გაიცნო.

"ისინი წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ. სიმართლე გითხრათ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცოდი. ვიქტორ ოსიმენს ვიცნობ - მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ვითამაშე და ჩვენს მცველებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ტრანსფერის განხორციელებამდე ჯუნტოლიმ დამირეკა და ვუთხარი დაუფიქრებლად ეყიდა. ის იმედისმომცემია და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ოსიმენი და კვარაცხელია დაფრინავენ - ამიტომ ყველაფერი ძალიან კარგადაა. გუნდში გამარჯვების ენერგიაა", - ჟორჟინიო.

სხვა სტატიები