Belive

ოსიმენი: "ჩემი კერპი დროგბა იყო, სულ მინდოდა მისნაირად მეთამაშა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიგერიის ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ცენტრფორვარდი - ვიქტორ ოსიმენი, მის ბავშვობის კერპზე და მომავალზე საუბრობს.

24 წლის ნიგერიელმა ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი კერპი დიდი დროგბა იყო.

"მთელი ბავშვობის განმავლობაში მის თამაშებს ვუყურებდი და დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბევრჯერ მიფიქრია იმის შესახებ, რომ ნეტა ოდესმე ფეხბურთის მისნაირად მეთამაშა და მისი მსგავსი ვყოფილიყავი".

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბომბარდირმა, მიმდინარე სეზონზე და სამომამავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"ჩვენი მთავარი სურვილი და იმედია, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრები გავახაროთ და ნანატრი ტიტული მოვუპოვოთ. სიტყვებით აღუწერელია ის გრძნობა, რასაც ნეაპოლელი გულშემატკივრებისგან ვიღებთ. სანამ აქ გადმოვიდოდი, ყველა მეუბნებოდა, რომ ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობდა, მე ამაში უკვე საკმაოდ დავრწმუნდი. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ სიყვარულსა და გრძნობას, რასაც ისინი ჩვენ გვანახებენ და გვაგრძნობინებენ..."

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება. ნიგერიელის ანგარიშზე 19 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაბაში კი 4 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები