Belive

ოსასუნას მწვრთნელი: როცა წინ მამარდაშვილი გიდგას, გოლის გატანა რთულია

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგაში "ვალენსიასთან" განცდილი მაცრხის შემდეგ, "ოსასუნას" მთავარმა მწვრთნელმა, იაგობა არასატემ კომენტარი გააკეთა. მატჩი, რომელშიც ვალენსიას გიორგი მამარდაშვილმა უკაპიტნა, 'ღამურების' გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. თამაშის გადამწყვეტი მომენტი 97-ე წუთზე დადგა, როცა მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ანტე ბუდიმირმა კი თერთმეტმეტრიანი საშინლად შეასრულა და ქართველი მეკარე ბურთს ძალიან მარტივად დაეუფლა.

თამაშის შემდეგ ბუდიმირმა სამჯერ მთხოვა პატიება, თუმცა აქ საპატიებელი არაფერია. მას ჩვენთვის უამრავი სიხარული აქვს მოტანილი და ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება.

ბუდიმირმა დაინახა, რომ მამარდაშვილმა კუთხე გამოუცნო და გადაწყვეტილების შეცვლაზე იფიქრა. წარმოიდგინეთ მატჩის 97-ე წუთი, ზეწოლა, წინ ასეთი კარგი და დიდი მეკარე, გოლის გატანა ძნელია. - განაცხადა ოსასუნას მწვრთნელმა, იაგობა არასატემ

23 წლის ქართველმა მეკარემ ვალენსიას პირველად უკაპიტნა. მამარდაშვილმა მე-12 მატჩში შეინახა კარი მშრალად და ბრწინვალე თამაშის ჩვენებას განაგრძობს. ვალენსიიელები ამ მოგებით ცხრილის მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან და ევროტურნირებზე მოხვედრის კარგი შანსი აქვთ.

სხვა სტატიები