Belive

"ორი წლის შემდეგ, არაბეთის ლიგა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება" - რომელუ ლუკაკუ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რომელუ ლუკაკუმ საინტერესო განცხადება გაავრცელა. ბელგიელი ფორვარდის აზრით, საუდის არაბეთის ლიგა სულ მალე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.

Mirror-ის თქმით, ეს ლუკაკუს მხრიდან მინიშნება იყო, რომ კარიერას სწორედ საუდის არაბეთში გააგრძელებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბელგიელი "ჩელსის" საკუთრებაა, თუმცა, "რომაში" 2024 წლის ზაფხულამდე იჯარის წესით თამაშობს.

ვფიქრობ, მომავალ ორ წელიწადში ეს ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, თუ საუკეთესო არა. კლუბები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ დიდი მოთამაშეები გადმოიბირონ. ამის შედეგად გუნდები და მათი სათამაშო ხარისხი აშკარად იზრდება. - განაცხადა ლუკაკუმ HLN-სთან საუბრისას

სხვა სტატიები