Belive

ორი ლეგენდა პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რთულია ისაუბრო ინგლისის პრემიერ ლიგის შესახებ და არ გაგახსენდეს ორი ლეგენდარული მენეჯერი, რომელთაც საკუთარი სახელები საფეხბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერეს.

სერ ალექს ფერგიუსონმა და არსენ ვენგერმა ინგლისის პრემიერ ლიგაში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს და შეუფასებელი მემკვიდრეობა დატოვეს. პრემიერ ლიგის იდენტობაზე საუბრის დროს, გვერდს ვერ აუვლი სერ ალექსის ტრიუმფალურ "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელმაც ინგლისში "ლივერპულის" დომინაციას დაუსვა წერტილი და არსენ ვენგერის 2003-04 წლების "არსენალს", რომელმაც ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ ერთ შეხვედრაშიც კი არ დამარცხებულა.

ღვაწლმოსილი მენეჯერების სახელი ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარს სამუდამოდ ემახსოვრება. სერ ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი გახდნენ პირველი მენეჯერები, რომლებიც 2023 წელს პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

შეგახსენებთ, სერ ალექს ფერგიუსონი მენეჯერის რანგში პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულს 13-ჯერ დაეუფლა. ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი პრემიერ ლიგის თვის საუეკეთესო მენეჯერად 27-ჯერ - ხოლო სეზონის საუკეთესო მწვრთნელად 11-ჯერ დაასახელეს.

სერ ალექსთან შედარებით არსენ ვენგერი ტიტულების შედარებით ნაკლები რაოდენობით დაიკვეხნის. ფრანგი სპეციალისტი სამჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, 15-ჯერ დასახელდა თვის საუკეთესოდ და ასევე სამჯერ დაეუფლა სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს.

სხვა სტატიები