Belive

ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, "ჯვაროსნების" შემადგენლობა დაასახელა. 24-კაციან განაცხადში დებიუტანტი არ არის, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა აქ ძველი ლიდერები, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია და თორნიკე ოქრიაშვილი დააბრუნა. საინტერესოა, რომ განაცხადში მხოლოდ ერთი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძეა, ხოლო გიორგი ქვილითაიას ნაკრებში ამჯერად არ უხმეს. რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, შიდა ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში 4 ფეხბურთელია, ოთხივე მათგანი "დინამო ბათუმის" წევრია. 9 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები საშინაო კედლებში, "ბათუმი არენაზე", საბერძნეთის, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშებს. ეროვნული გუნდის 24-კაციანი განაცხადი ოქტომბერში ჩასატარებელი ორი შეხვედრისთვის ასეთია: მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო). დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი). ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია),  ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი),  ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო). შემტევები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

სხვა სტატიები