Belive

ოქროს ბურთის ნომინანტების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის ყოველწლიური დაჯილდოვება მოახლოვდა, მოლოდინი კი ცერემონიისთვის ყოველთვის ძალიან მაღალია. France Football გასული სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გამოსავლენად ემზადება. საუკეთესო 30 მოთამაშის ვინაობა ხვალ, 7 აგვისტოს გაირკვევა და დიდია ალბათობა იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესოებში კვლავ მოხვდეს.

დაჯილდოვება კი 22 სექტემბერს, პარიზში გაიმართება. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად უსმან დემბელე სახელდება, ფრანგის გარდა პოტენციურ გამარჯვებულად მოიაზრებენ რაფინიას, ლამინე იამალს, მოჰამედ სალაჰს და კილიან მბაპეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ოქროს ბურთის გამარჯვებული ესპანელი, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი როდრი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში ერთხელ, 2023 წელს მოხვდა და მე-17 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები