Belive

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე მესიმ ლაპორტასთან ერთად ფოტო არ გადაიღო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალზე ლეო მესიმ ,,ბარსელონას'' პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან ერთად სურათის გადაღებაზე უარი თქვა. ინფორმაციას Cope ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლაპორტას ფოტოს გადაღება ,,ოქროს ბურთის'' ორ გამარჯვებულთან - მესისთან და აიტანა ბონმატისთან ერთად სურდა, თუმცა არგენტინელმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ლეომ, ასევე, ჟურნალისტის - ჟერარ რომეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, მესი ლაპორტას შეხვდა, ტყუილი უწოდა, რის შემდეგაც ინსაიდერმა ბოდიში მოიხადა.

სხვა სტატიები