Belive

ოქროს ბურთი ტრადიციულ ბინას იცვლის | ღონისძება ლონდონში გაიმართება

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

France Football-მა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულ ლოკაციას შეიცვლის.

ტრადიციული ლოკაცია პარიზი და შატლეს თეატრი გახლდათ, რადგან დაჯილდოების ორგანიზატორი France Football-ია, ახლა კი ღონისძიება 2026 წელს, ლონდონში, 26 ოქტომბერს გაიმართება.

წელს ჯილდოს შექმნიდან 70 წელი სრულდება. 1956 წელს, სერ სტენლი მეტიუზმა სადებიუტო ოქროს ბურთი 41 წლის ასაკში (როცა ის ბლექპულში თამაშობდა) მოიგო, დღემდე სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ მიღწევად რჩება.

ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული პსჟ-ს ვარსკვლავი უსმან დემბელე გახლავთ, ისტორიაში ყველაზე მეტჯერ კი პრესტიჟული ჯილდო ლიონელ მესიმ (8) მოიგო.

სხვა სტატიები