Belive

ოქროს ბურთის მოგების ნომინანტები Goal.com-ის ვერსიით - კვარაცხელია 1 ადგილით დაქვეითდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდმა Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველ პოზიციას კვლავ ლეო მესი იკავებს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ზურგს მსოფლიო ჩემპიონობა უმაგრებს. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი ფორმის გათვალისწინებით, გამოცემა სვამს კითხვას - ,,ლეოს მერვე ოქროს ბურთი ხელიდან ხომ არ ეცლება?!

Goal.com-ის რჩეულთა შორის მერვე ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც წინა რეიტინგში მე-7 პოზიციაზე იყო.

,,16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022-2023 წლების სეზონში, მოგებული სერია A.

,,კვარადონას'' ფორმა 2023 წელს არ იყო ისეთივე კარგი, როგორიც წლის დაწყებამდე, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რა როლი ითამაშა მან 30 წლის შემდეგ ,,ნაპოლის'' კიდევ ერთხელ გაჩემპიონებაში, გუნდის ფანებს ეს სულაც არ აინტერესებთ.

ქართველი გარემარბი ევროპულ ფეხბურთში სეზონის ერთ-ერთი მთავარი შენაძენია და რჩება ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შემტევად, რომლის წინააღმდეგაც თამაში ძალიან რთულია,'' - წერს გამოცემა.

,,ოქროს ბურთის'' 10 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ლეო მესი
  2. კილიან მბაპე
  3. ერლინგ ჰოლანდი
  4. ვინისიუსი
  5. კარიმ ბენზემა
  6. ვიქტორ ოსიმენი
  7. კევინ დე ბრუინე
  8. ხვიჩა კვარაცხელია
  9. რობერტ ლევანდოვსკი
  10. მარკუს რაშფორდი

სხვა სტატიები