Belive

ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ ტიბო კურტუა უკმაყოფილო დარჩა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პარიზში გამართული "ოქროს ბურთის" დაჯილდოების შემდეგ, ტიბო კურტუამ უკმაყოფილება არ დამალა.

ბელგიელი კარის დარაჯი გასულ სეზონში "რეალის" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო. მან კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო.

გუშინდელი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების გამარჯვებული, რომელიც რიგით 66-ე იყო, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა გახდა. 34 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

ამავდროულად, ტიბო კურტუამ ლევ იაშინის სახელობის ჯილდო დაიმსახურა და წლის საუკეთესო მეკარეც გახდა. თუმცა, ბელგიელი "ოქროს ბურთის" ნომინანტებში მეექვსე ადგილზე გავიდა და როგორც ჩანს, ეს მისთვის მოულოდნელი იყო. მეკარემ Teledeporto-სთან საუბრისას უკმაყოფილება არ დამალა:

"ძალიან ბედნიერი ვარ ქარიმ ბენზემას გამო. არ ვამბობ, რომ "ოქროს ბურთი" უნდა მომეგო, მაგრამ ვთლვი, რომ სცენაზე დგომას ვიმსახურებდი. როგორც ჩანს, გუნდის გოლისგან ხსნას, მისი გატანა სჯობია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიცოდი, რომ მოგების შანსი არ მქონდა. მოიგებს თუ არა მომავალში მეკარე? ეს შეუძლებლად მიმაჩნია. "

სხვათაშორის, 2007 წლის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა "ოქროს ბურთის" ტოპ 10 კანდიდატში არც რონალდუ იყო და არც მესი.

სხვა სტატიები