Belive

ოქრიაშვილი ანორთოსისში რჩება? - კვიპროსული მედია ქართველის მომავალზე წერს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. "28 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს, მისი გუნდში დარჩენის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რა თქმა უნდა, პროცესი ჯერ მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ფამაგუსტურ კლუბში ყველას იმედი აქვს, რომ ოქრიაშვილი გუნდში დარჩება. "ანორთოსისის" სურვილია, რომ კონტრაქტი თორნიკეს გარდა, გიორგი ლორიასთან და მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან გაახანგრძლივოს. თუმცა, წინ ევროპის ჩემპიონატია, რომელზე მოხვედრის შემთხვევაშიც, ქართველებისთვის რაღაცები შეიცვლება", - წერს Kerkida.net-ი. ოქრიაშვილი შესანიშნავ ფორმაშია, მან საქართველოს ნაკრების ზედიზედ სამ მატჩში გოლის გატანა მოახერხა, ბოლო 11 შეხვედრაში 8-ჯერ შეაგდო, "ანორთოსისში" გატარებულ ერთ წელიწადში კი 20 მატშჩი 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები