Belive

ოფიციალურად: რაკიტიჩი სევილიას ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ივან რაკიტიჩის კატალონიური კარიერა დასრულებულია - 32 წლის ფეხბურთელი "სევილიას" დაუბრუნდა. ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს ანდალუსიელებმა. როგორც ცნობილია, ივანმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"სევილიამ" ხორვატი ნახევარმცველის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევრო გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩი "ბარსელონაში" სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა. "ბლაუგრანას" ნახევარმცველი მაშინ 18 მილიონი ევრო დაუჯდა. 6 წლიანი კარიერის განმავლობაში რაკიტიჩმა 310 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 49 გოლი და 54 ასისტია.

სხვა სტატიები