Belive

ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი დიდი ევროპული ფეხბურთიდან წასვლას კვლავაც არ აპირებს და ამის დასტური მის მიერ "მილანთან" გაფორმებული" ახალი კონტრაქტია, რომლის შესახებ ინფორმაციაც "როსონერის" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. შვედი თავდამსხმელის ახალი კონტრაქტი იტალიურ გრანდთან 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. იბრა კვლავაც 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 2021/22 წლების სეზონში სკანდინავიელ ფორვარდთან ერთად "მილანმა" იტალიის ჩემპიონობა 11-წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმა და თავად იბრაჰიმოვიჩმა ყველა ტურნირზე 27 მატჩში ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.  

სხვა სტატიები