Belive

ოფიციალურად: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლოს-ანჯელეს გალაქსიში რჩება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვედი ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში რჩება. ზლატანს "გალაქსიში" შთამბეჭდავი სტარტი გამოუვიდა. 27 თამაშში მან 22 ბურთის გატანა შეძლო. იბრაჰიმოვიჩი ლოს-ანჯელესში მარტში, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა. ლოს-ანჯელეს "გალაქსიში" ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "წლის საუკეთესო ახალწვეულის" ჯილდო მიიღო. 37 წლის თავდამსხმელი MLS-ის წლის სიმბოლურშიც მოხვდა. ზამთარში მისი არენდით შეძენა იტალიურ "მილანს" სურდა. "როსონერიში" შვედი ფეხბურთელი 2010-12 წლებში თამაშობდა და გუნდს "სერია ა"-ს მოგებაში დაეხმარა. "გალაქსი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ იბრაჰიმოვიჩი გუნდისგან ახალ შეთავაზებას მიიღებს და აშშ-ში დარჩება.

სხვა სტატიები