Belive

ოფიციალურად: უოტფორდმა რანიერი გაანთავისუფლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კლაუდიო რანიერის კარიერა "უოტფორდში" ხანმოკლე გამოდგა - იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი თითქმის 4 თვეში დატოვა. რანიერის "უოტფორდთან" ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა, თუმცა ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, კლაუდიოსთან კონტრაქტი გაწყდა. უნდა აღინიშნოს, რომ "უოტფორდს" რანიერის მწვრთნელობისას საშინელი შედეგები ჰქონდა. 14 ჩატარებული თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო, 11 წააგო, ხოლო 1 შემთხვევაში შეხვედრა ფრედ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა რანიერიმ "უოტფორდში" "დინამო თბილისის" ლეგენდა და ყოფილი მწვრთნელი, ჩისკო ჩაანაცვლა.

სხვა სტატიები