Belive

ოფიციალურად უესლი ფოფანა კარიერას ჩელსიში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლესტერის" მწვრთნელის ბრენდან როჯერსის მიერ ყველა ჭორის უარყოფის მიუხედავად, უესლი ფოფანა "ჩელსის" რიგებში ითამაშებს. ახალგაზრდა მცველისთვის ლონდონურ კლუბს 75 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწია. შეგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი თანხა მცველისთვის სწორედ "ლესტერის" ყოფილ ფეხბურთელში ჰარი მაგუაიერშია გადადხილი. ახალგაზრდა ფრანგი ამ რეკორდის მოხსნასთან ახლოს იყო, მაგრამ, გუნდები 75 მილიონზე შეთანხმდნენ. თუმცა, ბონუსების სახით "ლესტერმა" შესაძლოა კიდევ მიიღოს თანხა, რითაც ტრანსფერის ფასი მაღლა აიწევს და არაა გამორიცხული, რომ რეკორდიც მოიხსნას.

ამ დრომდე ეს ტრანსფერი საეჭვოდ გამოიყურებოდა, თუმცა, "ჩელსისთვის" მისი შეძენა პრიორიტეტული იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება აშშ-ში გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ფოფანამ სერიოზული ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმება წარმატებულად გაიარა.

21 წლის ფეხბურთელმა ლურჯებთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის ლონდონში მინიმუმ 2028 წლამდე დარჩება.

სხვა სტატიები