Belive

ოფიციალურად: ტოტენჰემმა იუვენტუსის ორი ფეხბურთელი დაიმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის ორი ტრანსფერი შედგა. ტურინულმა გუნდმა დეიან კულუშევსკი და როდრიგო ბენტანკური პრემიერ ლიგაში გაუშვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბენტანკურის სანაცვლოდ "ტოტენჰემმა" 25 მილიონი ევრო გადაიხადა, მასთან 4 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. რაც შეეხება შვედ ვინგერს, ის "სპურსში" სეზონის ბოლომდე, იჯარით ითამაშებს. კულუშევსკის "იუვენტუსის" რიგებში 74 მატჩი აქვს ჩატარებული, მან 9 გოლის გატანა მოახერხა. ბენტანკური - ურუგვაელი ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონებს" 2017 წელს, "ბოკა ხუნიორსიდან" შეუერთდა.  

სხვა სტატიები