Belive

ოფიციალურად: ტიმო ვერნერი ჩელსის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

24 წლის გერმანელი ცენტრფორვარდი - ტიმო ვერნერი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას ლონდონური კლუბი საკუთარ Twitter-ზე ადასტურებს.  

ცნობილია, რომ გერმანელმა ფორვარდმა "ჩელსისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით, კვირაში 170,000 ფუნტს მიიღებს. ვერნერის სანაცვლოდ, "ჩელსიმ" "ლაიფციგს" $47.5 მილიონი გადაუხადა.
ამ ფაქტზე პირველი კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ჩელსისთან" კონტრაქტს ვაწერ ხელს, ჩემთვის საამაყოა ამ დიდ კლუბში თამაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "ლაიფციგს", მის თითოეულ ფეხბურთელს, წევრს, გულშემატკივარს. ამ კლუბში ფანტასტიური 4 წელი გავატარე და ეს მუდამ მემახსოვრება. გერმანული კლუბი მუდამ ჩემს გულში იქნება. მომავალი სეზონის დიდი მოლოდინი მაქვს, რადგან საინტერესო იქნება ახალ კლუბში, ახალ თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ "ჩელსიში" დიდი ბედნიერება მელოდება," აღნიშნა მან.

სხვა სტატიები