Belive

ოფიციალურად: შერდან შაქირიმ ლივერპული დატოვა და ლიგა 1-ში გადაბარგდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიელი ნახევარმცველი, შერდან შაქირი "ლივერპულიდან" მიდის და კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა - 29 წლის ფეხბურთელი კარიერას საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონ, "ლიონში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, შვეიცარიის ნაკრების ლიდერი ლიონში 23 აგვისტოს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტის დეტალებიც მას შემდეგ გახდება ცნობილი. მას პირადად გუნდის ყოფილი, ლეგენდარული ბრაზილიელი ნახევარმცევლი და ამჟამად სპორტული დირექტორი, ჟუნინიო პერნამბუკანო უმასპინძლებს. შაქირი, რომელიც "ბაზელის" აღზრდილია და რომელსაც მიუნხენის "ბაიერნსა" და მილანის "ინტერშიც" უთამაშია, მერსისაიდულ კლუბს 2018 წლის ზფხულში, რუსეთში გამართულ მუნდიალზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, "სტოკ სიტიდან" 14.70 მილიონ ევროდ შეუერთდა და 63 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ასევე ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის და ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები