Belive

ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ესპანელი ფეხბურთელისთვის სანაკრებო კარიერაში ბოლო დიდი ტურნირი გახლდათ, რის შემდეგაც მან "ფურია როხას" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, 34 წლის ფეხბურთელი საკლუბო კარიერაში ცვლილებისთვისაც ემზადება და უახლოეს თვეებში "ბარსელონას" დატოვებს და "ინტერ მაიამის" წევრი გახდება.

სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 143 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 2 გოლი გატანილი, 9 საგოლე პასი გაკეთებული და ევროპისა (2012) და მსოფლიოს ჩემპიონობა (2018) მოპოვებული.

სხვა სტატიები