Belive

ოფიციალურად: სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ცენტრფორვარდმა - სერხიო აგუერომ, 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ეს ინფორმაცია მან დღეს პრესკონფერენციაზე გაავრცელა, რომელსაც "ბარსელონას" მოქმედი ფეხბურთელები, ჟურნალისტები, კლუბის წევრები და თავად ლიონელ მესიც კი ესწრებოდა. არგენტინელი ვარსკვლავი, რომელსაც კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, ფეხბურთს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების გამო ვეღარ ითამაშებს. გულის პრობლემების გამო 33 წლის არგენტინელი პროფესიონალური სპორტის გაგრძელებას ვერ ახერხებს. შეგახსენებთ, რომ აგუერო “ბარსელონას” მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. ტრავმების გამო კატალონიელთა რიგებში მან მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო და ერთადერთი გოლი “ელ კლასიკოში”, “რეალს” გაუტანა. რაც შეეხება სერხიოს კარიერას, არგენტინელმა ფორვარდმა უდიდესი პერიოდი “მანჩესტერ სიტის” რიგებში გაატარა. 390 მატჩი, 260 გოლი და 73 საგოლე გადაცემა – ასე გამოიყურება აგუეროს სტატისტიკა მანჩესტერელთა რიგებში. სერხიო აგუერო ინგლისის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, 2008 წელს კი არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.  

სხვა სტატიები