Belive

ოფიციალურად: სან სირო დაინგრევა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი და საკულტო საფეხბურთო სტადიონი "სან სირო" დაინგრევა. "მილანის" და "ინტერის" მესვეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ "სან სირო" დაინგრევა - იტალიური ფეხბურთის ორი გრანდი კი 2022/23 წლების სეზონიდან ახალ სტადიონზე ითამაშებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სტადიონის მშენებლობა 630 მილიონი ფუნტი დაჯდება და იგი "სან სიროს" მახლობლად აშენდება. თავდაპირველად, "ინტერის" წარმომადგენლებს სტადიონის დანგრევის ნაცვლად მისი რეკონსტრუქცია სურდათ, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ "სან სირო" დაინგრევა. არაერთი გამორჩეული საფეხბურთო მატჩის პარალელურად, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე - "სან სირომ" სარაგბო მატჩსაც უმასპინძლა. 2009 წლის 14 ნოემბერს, საერთაშორისო ტესტ-მატჩში იტალია ახალ ზელანდიას "სან სიროზე" დაუპირისპირდა. აღნიშნულ შეხვედრას 80.000 გულშემატკივარი დაესწრო.

სხვა სტატიები