Belive

ოფიციალურად: საჩხერის ჩიხურა ეროვნულ ლიგა 3-ში დაქვეითდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამორჩეული საფეხბურთო კლუბი, საჩხერის "ჩიხურა" ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდა. იმერლებს, რომლებიც ეროვნული ლიგიდან წინა სეზონში დაქვეითდნენ, ცუდი სეზონი გამოუვიდათ და 29 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა მოაგროვეს, ბოლოს კი ქულა 10 ტურის წინ, 27 ივნისს, ვიტ ჯორჯიასთან მოიპოვეს. იმერული კლუბს ამ სეზონში ერთადერთი გამარჯვება აქვს, 22 მარტს, მეოთხე ტურში, უშუალო კონკურენტის, "რუსთავის" წინააღმდეგ. საერთო ჯამში მათ მხოლოდ 6 ქულა აქვთ, უახლოეს, მერცხე ადგილზე მყოფ "რუსთავს" კი - 30. ტურნირის დასრულებამდე 7 ტური რჩება და "ჩიხურა" ქულათა მაქსიმუმის დაგროვების შემთხვევაშიც, ქვემოქართლელებს ვერ გადაასწრებს. საჩხერელებისთვის გადამწყვეტი 29-ე ტურის შეხვედრა გამოდგა, რომელიც ცხრილის ლიდერ "გაგრასთან" სტუმრად, თბილისში - 0:2 დათმეს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, "ჩიხურა" საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, რომელმაც გულშემატკივარს თავი ევროსარბიელზე დასამახსოვრებელი შედეგებით და ღირსეული გამოსვლით შეაყვარა. სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით, გუნდმა 2016 წელს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობა, 2017 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი, 2013 წელს კი სუპერთასი მოიპოვა. მათ ორჯერ, 2013 და 2014 წლებში საქართველოს თასის ფინალშიც ითამაშეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ევროსარბიელზე "ჩიხურამ" ექვს სეზონში ითამაშა და ევროპის ლიგიდან ისეთი გუნდების გამოთიშვა მოახერხა, როგორებიც თურქული "ბურსასპორი", ებრაული "ბეითარ იერუსალიმი" და ლუქსემბურგული "ფოლა ეშია". დასამახსოვრებელია სლოვენიური "მარიბორის", შოტლანდიური ">აბერდინის", აზერბაიჯანული "ნეფთჩისა" და ავსტრიული "ალტახის"წინააღმდეგ ნათამაშები ფრეებიც.

სხვა სტატიები