Belive

ოფიციალურად: საბა კვირკველია ბაქოს ნეფთჩიში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელებს და ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, ბაქოს "ნეფთჩის" მაისურს მოირგებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, კვირკველიას შესახებ რამდენიმე ინფორმაცია ვრცელდებოდა. მას როგორც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, "დინამო ბათუმს" და საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ, "დინამო თილისს", ასევე რუმინულ გრანდ, ბუქარესტის "სტიაუას" უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოოდ 30 წლის უკანახაზელმა აზერბაიჯანის ჩემპიონატი აირჩია. საბა კვირკველიამ "ნეფთჩისთან" კონტრაქტი 2 წლით გააფორმა. ქართველი მცველი იქ 4-ნომრიან მაისურს მოირგებს. 2022 წლის პირველი ნახევარი უკრაინაში განვითარებული მოვლენების და "მეტალისტთან" შეწყვეტილი კონტრაქტის შემდეგ, საბა კვირკველიამ საქართველოს ჩემპიონატში გაატარა და "გაგრას" მაისურით ეროვნული ლიგის 12 შეხვედრაში ითამაშა.

სხვა სტატიები