Belive

ოფიციალურად: ქუთაისის ტორპედოს შოტლანდიელი მწვრთნელი უხელმძღვანელებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა, ოფიციალურად დადასტურდა - სტივ კინი ქუთაისის "ტორპედოს" უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა და დასძინა, რომ შოტლანდიელი სპეციალისტის წარდგენა 19 მაისს შედგება.

55 წლის სპეციალისტი “ფულემსა” და “რეალ სოსიედადში” კრის კოულმენის ასისტენტი გახლდათ, მოგვიანებით “ბლექბერნში” სემ ელერდაისის თანაშემწე იყო, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ავსტრალიურ “მელბურნში” მწვრთნელის ასისტენტობის, კრეტას “ოფიში” ტექნიკური დირექტორებისა და ბრუნეის ნაკრების გაწვრთნის გარდა, სტივ კინს “ჰიბერნიანსის” აკადემიის ხელმძღვანელადაც უმუშავია, ახლა კი ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდს თავკაცობს.

ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ დაგროვებული 20 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია და შემდეგ მატჩს 20 მაისს, “თელავის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები