Belive

ოფიციალურად: ქარიმ ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას 19 დეკემბერს 35 წელი შეუსრულდა. 

დაბადების დღეზე, ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვეტილი აქვს.

"მე ძალიან დიდი ძალისხმევა გავიღე იმისთვის, რომ მოვსულიყავი იქამდე, სადამდეც მოვედი. ამით ძალიან ვამაყობ. მე დავწერე ჩემი ისტორია და ეს ისტორია მთავრდება", - წერს საფრანგეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი.

View this post on Instagram

A post shared by Karim Benzema (@karimbenzema)

ქარიმ ბენზემას, რომლის სახელსაც საფრანგეთის ნაკრებში მომხდარი სკანდალი და რამდენიმეწლიანი დისკვალიფიკაცია უკავშირდება, საერთო ჯამში, "მამლების" მაისურით ჩატარებული 97 შეხვედრა, 37 გატანილი გოლი და 20 საგოლე პასი აქვს.

სხვა სტატიები