Belive

ოფიციალურად: ნიდერლანდები - საქართველოს მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაზე, ნიდერლანდები - საქართველო, ყველა ბილეთი გაყიდულია.

A ჯგუფში ჩატარებული 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, ამ მატჩში სულ მცირე 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში კი ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს.

საქართველოსა და ნიდერლანდების U21 ნაკრებების დაპირისპირება 27 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები