Belive

ოფიციალურად: მანჩესტერმა ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული, ევროპული პრესის პროგნოზი ოფიციალურად გამართლდა - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლა. ეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელშიც "წითელი ეშმაკები" "უოტფორდთან" სტუმრად - 1:4 დამარცხდნენ. "ვიქერეიჯ როუდზე" წაგებული მატჩი პრემიერ ლიგის ბოლო 7 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მეხუთე მარცხი იყო, რომელმაც ნორვეგიელი სპეციალისტისთვის გამოცხადებული ნდობის უკანასკნელი ნაპერწკალიც შეიწირა. 48 წლის მწვრთნელი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2019 წლის დეკემბრის შემდეგ ხელმძღვანელობდა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდის საუკეთესო შედეგები ინგლისის ელიტარულ დივიზიონში დაკავებული მეორე პოზიცია და ევროპის ლიგის ფინალში თამაში იყო (ორივე მათგანი 2020/21 წლების სეზონში). ოლეს ხელმძღვანელობით ამ სეზონში "წითლებმა" ყველა ტურნირზე 17 მატჩში ითამაშეს, საიდანაც 7 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 7-ში დამარცხდნენ.


სხვა სტატიები