Belive

ოფიციალურად: ლუკაკუ ჩელსის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რომელუ ლუკაკუ "ჩელსიში" დაბრუნდა - ტრანსფერი ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ბელგიელმა თავდამსხმელმა "ჩელსისთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. როგორც ცნობილია, "ინტერმა" რომელუს სანაცვლოდ 115 მილიონ ევრო მიიღო. შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ ლონდონელთა რიგებში ადრეც თამაშობდა. ბელგიელი "ჩელსის" ფეხბურთელი 2011-2014 წლებში იყო. 28 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და "ინტერს" ნანატრი სერია A-ის მოგებაში დაეხმარა. ლუკაკუმ "ნერაძურის" შემადგენლობაში ჩატარებულ 94 მატჩში 64 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები