ოფიციალურად: ლიონმა ნდომბელეს შემცვლელი გაიფორმა
ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ლიონმა" ტანგი ნდომბელეს შემცვლელი, ტიაგო მენდეში გაიფორმა. როგორც იცით, 22 წლის ნახევარმცველი გუშინ "ტოტენჰემის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული (55 მილიონი ევრო) შენაძენი გახდა. რაც შეეხება ფრანგული გუნდის ახალწვეულს, მენდეში "ლილის" ღირსებას იცავდა. 27 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი საფრანგეთში 2017 წელს მშობლიური "გოიასიდან" გადავიდა. ცნობილია, რომ "ლიონს" მენდეშის ტრანსფერი 25 მილიონი დაუჯდა. ტიაგოს, რომელსაც თავისი პოზიციის გარდა, ცენტრალურ, მარჯვენა და მარცხენა ნახევარმცველად, მარჯვენა და მარცხენა მცველად, ასევე, შემტევ ნახევარმცველად უთამაშია, "ლილის" მაისურით ჩატარებულ 71 მატჩში 4 გოლსა და 8 ასისტს მოუყარა თავი.
Thiago Mendes s'engage avec l'Olympique Lyonnais !
Bem-vindo 🇧🇷 pic.twitter.com/Der5tZBnwU— Olympique Lyonnais (@OL) July 3, 2019