Belive

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 85 მილიონი ევრო გახდა!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

21 მარტს, მსოფლიოს ყველაზე წარმატებულმა საფეხბურთო და სატრანსფერო პორტალმა, Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება განაახლა.

განახლებული მონაცემებით 22 წლის ქართველი ვარსკვლავი 25 მილიონით გაძვირდა და ახლა უკვე 85 მილიონ ევროდ ფასობს.

ამ მონაცემებით კვარაცხელია მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს, იტალიის სერია A-ში -მეორე, 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის მეორე, ხოლო მარცხენა ფლანგის გარემარბებს შორის მესამე პოზიციაზეა.

ხვიჩა კვარაცხელიას, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის”, საქართველოს ნაკრების ლიდერის გუნდი იტალიის სერია A-ში 27 ტურის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ “ლაციოსთან” 18-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ნეაპოლიტანელები მეოთხედფინალურ ეტაპზე იმყოფებიან და თანამემამულე “მილანს” ხვდებიან. შემდეგ შეხვედრას “ნაპოლი” სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 2 აპრილს, სერია A-ს 28-ე ტურში, “მილანის” წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები