Belive

ოფიციალურად | ჯენარო გატუზო ვალენსიას მთავარი მწვრთნელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხოსე ბორდალასის გათავისუფლების შემდეგ, "ღამურებმა" მის შემცვლელს უმოკლეს დროში მიაგნეს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჯენარო გატუზო დაინიშნა. იტალიელ სპეციალისტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, "ვალენსიას" Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განთავსდა. "რინომ" ესპანურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

სხვა სტატიები