Belive

ოფიციალურად: იკერ კასილასმა კარიერა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანელმა მეკარემ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით გააცნო.

View this post on Instagram

Lo importante es el camino que recorres y la gente que te acompaña, no el destino al que te lleva, porque eso con trabajo y esfuerzo, llega solo y creo que puedo decir, sin dudar, que ha sido el camino y el destino soñado #Grac1as

A post shared by Iker Casillas (@ikercasillas) on

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში იკერმა გულის შეტევა მიიღო. ცხადია, მას შემდეგ 39 წლის კასილასი მოედანზე აღარ გასულა. ლეგენდარული ესპანელის კარიერა მთლიანად მადრიდის "რეალთან" ასოცირდება. "ბლანკოსის" მაისურით ესპანელმა 725 მატჩი ჩაატარა და 3 ჩემპიონთა ლიგისა და 5 ლა ლიგის მოგება მოახერხა. კასილასი ესპანეთის სუპერთასს 4-ჯერ, ესპანეთის თასს 2-ჯერ, FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1-ჯერ და UEFA-ს სუპერთასის ტიტულს 2-ჯერ დაეუფლა. რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, იკერი მსოფლიო და 2-გზის ევროპის ჩემპიონია.

სხვა სტატიები