Belive

ოფიციალურად: იგალო მანჩესტერში 2021 წლამდე რჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
30 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა, ოდიონ იგალომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 30 იანვარს გააფორმა - ნავარაუდევი იყო, რომ იგი გუნდში სულ ნახევარი სეზონის განმავლობაში დარჩებოდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელებამდე და სეზონის იძულებით შეწყვეტამდე, ნიგერიელმა ფორვარდმა გუნდის ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. შედეგად - იგალო "ოლდ ტრაფორდზე" 2021 წლის იანვრამდე რჩება. 30 წლის ფეხბურთელი ჩინური "შანხაის" საკუთრებაა. ჩინეთში ის კვირაში დაახლოებით £300,000-ს გამოიმუშავებდა, ინგლისში კი მისი ანაზღაურება 40%-ით შემცირდა. იგალომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით მოედანზე 8-ჯერ ითამაშა - მან 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ვეტერანი ნიგერიელი ფორვარდის, ნვანკვო კანუს შეფასებით, იგალოს შეტევის ხაზში "მანჩესტერ იუნაიტედის" პრობლემების მოგვარება შეუძლია: “თუკი მის სათამაშო სტილს დააკვირდებით, მიხვდებით რომ ის ფიზიკურად ძლიერია და ბევრ გოლსაც გაიტანს. მას ლუკაკუს ჩანაცვლება შეუძლია. იგალო იმედებს არ გაგიცრუებთ,” აღნიშნა კანუმ.    

სხვა სტატიები