Belive

ოფიციალურად: ჰენრიხ მხითარიანი იტალიაში ითამაშებს!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რომას" ოფიციალური გვერდის ადასტურებს, რომ ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი უკვე რომშია და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. როგორც გამოცემები იტყობინებიან, შემტევი ნახევარმცველი "ჯალოროსოში" არენდით გადავა და სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. დანი სებალოსის და ნიკოლას პეპეს მოსვლის შემდეგ მხითარიანს "არსენალში" უფრო და უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა. თუმცა, "რომაელებმა" სომეხის გადაბირება მაინც გადაწყვიტეს. "GOAL.COM"-ის ინფორმაციით, არენდა უფასო იქნება, ხოლო ჰენრიხის ხელფასს (180 000 ევრო კვირაში) 2019/20 წლების სეზონში რომაელები გადაიხდიან. შეთანხმება არ მოიცავს გამოსყიდვის უფლებას.

სხვა სტატიები