Belive

ოფიციალურად: გიორგი აბუაშვილი პორტუს ფეხბურთელია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Live.ge-ს ინფორმაციით, "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი კარიერას "პორტუში" გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა, საბოლოოდ დადასტურდა და ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა პორტუგალიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცნობილია ისიც, რომ პირველ ეტაპზე, ის "დრაკონების" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს. 18 წლის მარცხენაფლანგელი ამჟამად საქართველოში იმყოფება და ივლისის დასაწყისში პორტუგალიაში გაემგზავრება. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის აკადემიის ფეხბურთელს მთავარ გუნდში 2019 წლის შემდეგ 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორჯერ ეროვნული ლიგის ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.  

სხვა სტატიები