Belive

ოფიციალურად: გიორბელიძე დრეზდენის დინამოს ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გურამ გიორბელიძე კარიერას დრეზდენის "დინამოში" გააგრძელებს. ქართველი მარცხენა მცველი მე-2 ბუნდესლიგის გუნდს იჯარით შეუერთდა. დრეზდენელთა ოფიციალური განცხადების თანახმად, გურამი "დინამოში" 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. გიორბელიძე გერმანულ კლუბში "ვოლფსბერგიდან" გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიელთა რიგებს საქართველოს ნაკრების წევრი 2019 წელს, გორის "დილადან" შეუერთდა. ცნობილია, რომ გურამ გიორბელიძე "დინამო დრეზდენში" 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

View this post on Instagram

A post shared by SG Dynamo Dresden (@sgdynamodresden)

სხვა სტატიები