Belive

ოფიციალურად: ედი ჰაუ ნიუკასლის მთავარი მწვრთნელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნიუკასლმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედი ჰაუ ოფიციალურად დაამტკიცა. გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, მხარეებს კი თანამშრომლობის გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნებათ.  შეგახსენებთ, რომ ედი ჰაუმ "ნიუკასლში" სტივ ბრიუსი ჩაანაცვლა. მიმდინარე სეზონში "კაჭკაჭებს" საშინელი შედეგი აქვთ - გუნდის ანგარიშზე პრემიერ ლიგის 11 ტურის შემდეგ 0 მოგება და 5 ფრეა. აღსანიშნავია, რომ "ნიუკასლი" ცოტა ხნის წინ არაბმა შეიხებმა შეიძინეს. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში გუნდი ინგლისში საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდება. რაც შეეხება ედი ჰაუს, 43 წლის სპეციალისტს მანამდე "ბორნმუთსა" და "ბარნლიში" უმუშავია.

სხვა სტატიები