Belive

ოფიციალურად: დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და “ფიორენტინას” ა.წ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა. “ბებერმა ქალბატონმა” სერბი ფორვარდის გადაბირებისთვის ბრძოლაში ლონდონის “არსენალი” დაამარცხა და ტრანსფერი ოფიციალურად  დადასტურდა.

“იები” გუნდის ლიდერის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებენ. მან 2021 წლის ზაფხულში “ფიორეს” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახდომაზე უარი უთხრა, მოქმედი ხელშეკრულება კი 2023 წლის 30 ივნისს იწურებოდა. ვლაჰოვიჩი, რომელიც სერბული ბელგრადის “პარტიზანის” აღზრდილია, “ფიორენტინაში” 2018 წლის პირველი ივლისის შემდეგ ირიცხება და მას შემდეგ, ფლორენციული გუნდის მაისურით 108 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პაი გააკეთა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირზე 20 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს, იგი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია.  

სხვა სტატიები