Belive

ოფიციალურად: დიოგუ ჟოტა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიოგუ ჟოტა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. გასულ კვირას "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ბოლოს მიღებული ტრავმა დროულად ვერ მოშუშდება, შესაბამისად პორტუგალიელი ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე (მსოფლიო ჩემპიონატისთვის) ვერ გაემგზავრება.

image-world-cup-doubt-liverpool-and-jota-anxiously-await-news-of-calf-injury-suffered-against-man-city-166599450653905

25 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს კვლევა ჩაუტარდა, მიუხედავად იმისა რომ შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, პორტუგალიულმა საიტმა ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაცხადა, რომ 25 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატამდე ვერ ივარჯიშებს და ტრავმის მოშუშებას ერთ თვეზე მეტი დასჭირდება, რაც გამორიცხავს ჟოტას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.

აღსანიშნავია, რომ დიოგუ ჟოტას პორტუგალიის ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 10 გატანილი გოლია.

სხვა სტატიები